მედიაპორტალი
MomsEdu.ge
წარმოგიდგენთ
ახალ რუბრიკას -
ორთოდონტის
რეკომენდაციები.
ყოველ კვირა დღეს
გაეცანით ექიმ ორთოდონტის,
ლელა შამათავას რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და შემდეგში სწორედ ამ საკითხებზე შემოგთავაზებთ ვიდეოებს.
რუბრიკის პირველი თემაა - როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი პირველ ვიზიტზე ორთოდონტთან, როდიდან არის რეკომენდებული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემით და რას მივაქციოთ ყურადღება სარძევე თანკბილვის პერიოდში?
ბავშვი ორთოდონტს სასურველია, ვაჩვენოთ 6-7 წლის ასაკში, როდესაც პირველად ამოეჭრება მუდმივი კბილები. პირველი მუდმივი კბილი არის მე-6 კბილი (ანუ პირველი მუდმივი მოლარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კბილია). იგი განსაზღვრავს კბილთა რკალის სიგრძეს. ამიტომ ამ ასაკში აუცილებლად მიმართეთ ორთოდონტს, რომ არ გამოგეპაროთ თანკბილვის დარღვევები.
ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დაწყება გოგონებში სასურველია 11-12 წლის ასაკში, ბიჭებში - 12-13 წლის ასაკში,
როდესაც ყველა მუდმივი კბილი ამოიჭრება. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში
ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დაწყება
უფრო ადრეც
შეიძლება
.
ცვლადი თანკბილვის პერიოდში, ანუ 6 წლიდან 12 წლამდე პერიოდში, მკურნალობა, ძირითადად, მოსახსნელი აპარატებით
მიმდინარეობს
.
სარძევე კბილები გაცილებით პატარა ზომისაა, ვიდრე მუდმივი. ამიტომ
სარძევე თანკბილვის ბოლოს აუცილებელია ყბების ინტენსიური ზრდა, რათა შეიქმნას ადგილი უფრო დიდი ზომის მუდმივი კბილებისთვის. 5,5-6 წლის ასაკში კბილებს შორის ჩნდება სივრცეები (დიასთემა და ტრემები). ეს ნორმალური განვითარების მაჩვენებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალია კბილების მჭიდრო დგომის
რისკი
.
რომ შევაჯამოთ, გთავაზობთ აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს:
1. ბავშვი 6-7 წლის ასაკში აუცილებლად აჩვენეთ ორთოდონტს
2.
ბრეკეტ-სისტემა რეკომენდებულია 11-12 წლის ასაკიდან
3.
5-6 წლის ასაკში სასურველია, კბილებს შორის იყოს სივრცეები.