14 დეკემბერს ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე შიო არაგვისპირელი დაიბადა
1867 წლის 14 დეკემბერს დაიბადა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე შიო არაგვისპირელი.
მან განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო. ქართულ მწერლობაში შემოიტანა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები, - ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. მისი ნაწარმოებების მთავარი თემა სოციალური და ეროვნული პრობლემებია. მის კალამს ეკუთვნის: „ჩემო შვინდავ!“, „მიწაა“, „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“, „ღვინის ქურდები“, „გაბზარული გული“. „მოგვილოცნია ახალი წელი“ და სხვ.
სტუდენტური პერიოდის ფოტო [1880-იანი წლები]. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში